20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავერთვებით ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში - გიორგი აბაშიშვილი

"პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავერთვებით ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში," - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, გიორგი მარგველაშვილის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით გაკეთა, რომელიც აშშ-ში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ითვალისწინებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბაშიშვილი მიესალმება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში გამოკვეთილი მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობას.

"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოშიც გამოიკვეთა მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობა. შესაბამისად, პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავერთვებით ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში," - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები