06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
კანადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 4,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 4,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანხა პირველადი დახმარების აღჭურვილობის შეძენისა და უკრაინელი სამხედროების სწავლებაში დაიხარჯება.

„კანადა უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის ეკონომიკური სანქციების გზით, სანამ ის არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და უკრაინის სუვერენიტეტს არ დაიცავს,“ - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ქრისტინა ფრილანდმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანადა არ აღიარებს რუსეთის პრეზიდენტის უკანონო არჩევნებს ოკუპირებულ ყირიმში. ამასთანავე, ფრილანდმა მოსკოვს ყველა პოლიტმატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები