20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
მარგველაშვილმა საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივა Heritage Foundation-ის წარმომადგენლებს გააცნო

საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივა გიორგი მარგველაშვილმა Heritage Foundation-ის წარმომადგენლებს გააცნო.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრას, დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტების კონსოლიდაციას მოახდენს და საქართველოს დაცულობას გააძლიერებს.

გიორგი მარგველაშვილმა ცენტრში გამოსვლის დროს რუსეთის მხრიდან საქართველოს რამდენიმე ეტაპიან საოკუპაციო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ოკუპაციას სხვადასხვა წლებში ახდენდა და ეს პროცესი 2008 წელს არ დაწყებულა. 

დღის ამბები