20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დიპლომატიურ უწყებებში არ უშვებენ

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში მიმდინარეობს, სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობაა, გარდა უკრაინისა. ოფიციალურმა კიევმა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მათ დიპლომატიურ უწყებებში შესვლის საშუალება არ ექნებათ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის დიპლომატიური უწყებების უსაფრთხოების რეჟიმის გაძლიერებიდან გამომდინარე მიიღეს. უწყებებში მხოლოდ დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებს დაუშვებენ. ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთში განაცხადეს, რომ კიევი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი 80 ათასზე მეტი მოქალაქეს უფლებებს არღვევს და დახმარებისთვის ეუთო-ს მიმართა. ორგანიზაციამ უკვე მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეცვალოს და რუსეთის მიქალაქეები საარჩევნო უბნებზე დაუშვას.

დღის ამბები