06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ათენში რასიზმის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციას მიგრანტებიც შეუერთდნენ

საბერძნეთში მცხოვრები მიგრანტები ათენის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. ისინი რასიზმის წინააღმდეგ მარშს შეუერთდნენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს მიერ დაარსებული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის  აღსანიშნავად დაგეგმეს. დემონსტრანტებმა საბერძნეთსა და ევროპას საზღვრების გახსნისკენ მოუწოდეს და დასავლელ პოლიტიკოსებს  ევროპაში მოხვედრის მსურველი არალეგალების მაღალ სიკვდილიანობაზე მიანიშნეს. მომიტინგეები ასევე, თურქეთთან გაფორმებული შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც საბერძნეთში ჩასული არალეგალების თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს. ისინი განმარტავენ რომ დევნილთა ბანაკებში არალეგალებისთვის ცხოვრების მინიმალური პირობებიც არ არის შექმნილი, რაც მათივე თქმით დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. 

დღის ამბები