20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
„ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე,“ - ალექსეი ნავალნი

„ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე,“ - ეს განცხადება რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

მთავარი ოპოზიციონერი, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა, დარღვევებზე საუბრობს.

„33 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება ჩვენგან არჩევნებს. მათ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტ სივრცეში უპრეცედენტო დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტები გაავრცელეს. ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე. რუსეთის არჩევნების ისტორიაში პირველად, დილით იყო საარჩევნო უბნებზე ყველაზე დიდი აქტივობა, ანუ ამომრჩევლების უმეტესობა დილის 8:00 საათზე მივიდა ხმის მისაცემად. ყველა დაადასტურებს, რომ ეს არანორმალურია, უბრალოდ ყველას აიძულებდნენ მისვლას, ადრეც ასე იყო და ეს უბრალოდ პუტინის გადარჩევაა, მეტი არაფერი. ამის მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში, იქაც კი სადაც დამთავრდა ეს ე.წ. არჩევნები, ჩვენი დამკვირვებლების მონაცემებით, წნეხის გათვალისწინების მიუხედავად, აქტივობა დაბალია 2012 წელთან შედარებით,“ - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

რუსეთში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში დაიხურება. პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებს დამაჯერებელი უპირატესობით კვლავ პუტინი მოიგებს.

დღის ამბები