20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
პუტინმა ამომრჩეველთა 76%-ზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა - რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია

რუსეთის პოლიტიკურ კურსს მომდევნო 6 წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99% დათვლის შემდეგ, რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა 76 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. ამით ვლადიმერ პუტინმა ხმათა რაოდენობის საკუთრი რეკორდი გააუმჯობესა.

მეორე ადგილზე თითქმის 12 პროცენტით კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინია. რუსეთის ლიბერალ დემოკრატების კანდიდატს ვლადიმერ ჟირინოვსკის ხმა ამომრჩეველთა 5-ზე მეტმა პროცენტმა მისცა. ქსენია სობჩაკს თითქმის 2% აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 67% მივიდა.

დღის ამბები