06 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში - ოპოზიცია მნიშვნელოვან გაყალბებაზე საუბრობს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უბანზე მომხდარი გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელების საშუალებით ვრცელდება.

ალექსეი ნავალნის თქმით, რეალურად საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა და საარჩევნო უბნებზე აქტივისტთა მასობრივ მიყვანას ჰქონდა ადგილი.
ბინძურ პოლიტიკურ შოუდ მოიხსენია საარჩევნო პროცესი კენჭისყრაში მეორე ადგილზე გასულმა პაველ გრუდინინმა.

რუსეთის ფედერაციის „ცესკო“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობას უარყოფენ. 

დღის ამბები