06 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
ავსტრალიის ცენტრალურ რეგიონში განგაში და მოსახლეობის ევაკუაციაა გამოცხადებული

ავსტრალიის ცენტრალურ რეგიონში განგაში და მოსახლეობის ევაკუაციაა გამოცხადებული. მიზეზი ტყის ხანძრის გავრცელება გახდა.

სტიქიამ ქალაქ ტატრაში უკვე 70 საცხოვრებელი სახლი და სკოლის შენობა გაანადგურა. მაშველების ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ხანძარი დასახლებაში გვიან ღამით გავრცელდა. შედეგად საკუთარი სახლების მიტოვება 700-ზე მეტ ადამიანს მოუწია.

ადგილზე 500-კაციანი სამაშველო ჯგუფი და ავიაციაა მობილიზებული.

საფრთხის გამო მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ ახლომდებარე დასახლებების მოსახლეობაც გააფრთხილეს, სადაც სასწავლო პროცესი უკვე შეწყვეტილია.

დღის ამბები