20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"საჭიროა არჩევნებში მონაწილეობა გამოცხადდეს საყოველთაო სავალდებულო სამართლებრივ მოვალეობად" - შალვა ნათელაშვილი

არჩევნებში მონაწილეობა საყოველთაო, სამართლებრივ მოვალეობად უნდა გამოცხადდეს. განცხადება ამის შესახებ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა გააკეთა.

უახლოეს მომავალში ამ საკითხზე იმსჯელებენ ლიდერთა საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიებიც.

შალვა ნათელაშვილი, მსჯელობის დაწყებას გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც.

მეტასტაზა უნდა ამოიგლიჯოს და უნდა ამოიგლიჯოს ერთადერთი გზით, საჭიროა არჩევნებში მონაწილეობა გამოცხადდეს საყოველთაო სავალდებულო სამართლებრივ მოვალეობად თითოეული მოქალაქისა. ჩვენ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ  პარტიას მხარი დაგვიჭიროს ამ ბრძოლაში. ჩვენ მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები