ირაკლი კობახიძემ კვიპროსის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც.
„ჩვენ ხაზი გავუსვით კვიპროსის მხარდაჭერას, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე განვიხილეთ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომაროება, უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისათვის, რომ ჩვენი საერთო პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ,"-განაცხადა კობახიძე,
დემეტრის სილურისმა ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.