ჩვენ ვერ დავიბრუნებთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს - განცხადება, ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გააკეთა.
ხაინდრავას თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან რამდენიმე დღის წინ რუსეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადება იყო უკანასკნელი მცდელობა, რომ რუსეთს გარდაცვლილის ცხედარი ოჯახისთვის გადმოეცა.
„ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს, ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ აბრუნებს ამ ცხედარს და მთელი მსოფლიოც ვერ აბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც არ მოუწოდა რუსეთს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ურთიერთობები არ უნდა გავამწვავოთ, ურთიერთობები შეძლებისდაგვარად უნდა დავალაგოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ავხტეთ საკუთარ თავზე მაღლა და როგორც წესი, არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან. იმ დროს, როდესაც მშვიდად და წყნარად შეიძლება საკითხების დაყენება. ესე იყო გაკეთებული კვირიკაშვილის წერილში,“ - აღნიშნა ხაინდრავამ.