ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. შეხვედრაზე ბორის ჯონსონი ევროპელ კოლეგებს რუსი აგენტის მოწამვლის საქმის დეტალებს აცნობს. საბჭომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება და სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო.
სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი ქიმიური თავდასხმა არ ყოფილა ევროკავშირის არსებობის მანძილზე.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონი, შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია.
„მოხარული ვარ იმ ძლიერი მხარდაჭერით, რომელსაც ბრიტანეთი იღებს სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი კოლეგები ხედავენ, რომ ზედმიწევნით ვასრულებთ ქიმიური იარაღის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჩვენი ქმედებები იმის საწინააღმდეგოა, რასაც რუსეთი აკეთებს. დღეს ჩამოდიან ექსპერტები სილსბერიში სინჯების ასაღებად. რუსეთის უარი ბრალდებებზე აბსურდული ხდება. ჯერ თქვეს, რომ ნოვიჩოკი არ შეგვიქმნიაო, შემდეგ თქვეს კი შევქმენით, მაგრამ მარაგი სრულად გავანადგურეთო. ბოლოს ამტკიცებდნენ, რომ რაღაც ნაწილი საიდუმლო ვითარებაში გავიდა შვედეთში, ჩეხეთში, ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებშიო. სიმართლის დამალვა არის კლასიკური რუსული სტრატეგია. მაგრამ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, ისინი უკვე ვეღარავის გაასულელებენ,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.