უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ამ დროისთვის იმ საბაგიროს სწავლობენ, სადაც 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა, და რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.
მანამდე სპეციალისტებმა საბაგიროების ტექნიკური დოკუმენტაცია შეისწავლეს. ამ დროისთვის სხვა საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან გუდაურში ასულ დამსვენებელს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძის თქმით, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება. არველაძემ ასევე, აღნიშნა, რომ ბაკურიანის კურორტის ყველა საბაგირო შემოწმებულია და იგეგმება გუდაურის შემოწმებაც იგეგმება.
„დღეს დილიდან ისინი სწავლობდნენ დოკუმენტაციას და დღეს ავდივართ ისევ ადგილზე, რომ დამატებითი შესწავლა და არსებული გამოძიება მინდა გითხრათ, რომ არის კონფიდენციალური, მანამ, სანამ საბოლოო რეზულტატი არ გვექნება იმ შედეგებზე, რომელსაც გამოძიება დადებს,“ - განაცხადა არველაძემ.