20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"რუსთავი 2"-ზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 6 ადამიანია დაკავებული

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადება შს სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობი დაკავებულია ექვსი პირი. ექვსივე პირი არის „ქართული მარშის“ აქტივისტი.

„ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ.

ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო“-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

თავდასხმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ტელეკომპანიის ოფისთან ე.წ. მარშის წევრებმა ჩასაფრება მოუწყევს არხის წამყვანს, გიორგი გაბუნიას. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შენობა "რუსთავი 2"-ის იურისტთან, თამთა მურადაშვილთან ერთად დატოვა, მანქანა ალყაში მოაქციეს.

გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ. მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებას და მანქანში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.

თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებზეც რომლებიც, მომხდარს აშუქებდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ნაცემია დავით ერაძე, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავდმუყოფოში გადაიყვანა. არხის შენობასთან ე.წ. მარშის წევრებმა აქცია გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" გუშნდელი ეთერის შემდეგ გამართეს, ისინი წამყვანის ერთ-ერთ საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ.

დღის ამბები