საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას შესაბამის კომიტეტის შეურაცხყოფაა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მათი აზრით ითვალისწინებს კრიტიკას ისინი ითხოვენ ყოველ ჯერზე საგამოძიებო კომისიის შემქნას, ეს არის მაგალითად შესაბამისი კომიტეტის შეურაცხყოფა, იქიდან გამომდინარე რომ კომიტეტს ისედაც დააანონსებული აქვს ამ საკითხზე მოსმენა, ელოდებიან მინისტრს, იქნება კითხვები მათ შორის კრიტიკული, თუ ასეთი კითხვების საფუძველი იქნება, აქედან გამომდინარე ისინი უნდა დაელოდონ, როგორც მინიმუმ კომიტეტის შეფასებებს. კომიტეტის გადაწყვეტილებებს. კომიტეტი უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ დასვან კრიტიკული კითხვები და ამის შემდეგ უნდა მოითხოვონ საგამოძიებო კომისიის შექმნა,“-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარისკახა კუჭავას თქმით, მომავალ კვირას კომიტეტზე მოუსმენენ მინისტრს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება.
„ყველა კარგად დაინახავს რამდენად მკაცრები ვიქნებით... მას შემდეგ რაც პასუხები იქნება გაცემული შემდეგ გადავწყვიტავთ სხვა საკითხების მიზანშეწონილობას, რაც საგამოძიებო კომისიას ეხება,“ - ამბობს კუჭავა.