20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
პარლამენტის რეზოლუცია - 2-კვირიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთიან ვარიანტზე შეთანხმდნენ

2-კვრიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის ერთიან ვარიანტზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში შევა საპარლამენტო უმცირესობის მთავარი მოთხოვა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ.

პარლამენტი სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალებს საგანგებო სიის შედგენას. რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში ყველა ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი უნდა მოხვდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, გატაცებაში და არაჰუმანურ მოპყრობაშია ბრალდებული ან მსჯავრდებული. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მიმართულებით მთავრობა უკვე მუშაობს.

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილ პირებს შეზღუდვები დაუწესდეთ. რეზოლუციის პროექტს კიდევ ერთი ჩანაწერი დაემატება და ოთხოზორია-ტატუნაშვილთან ერთად დავით ბაშარულის სახელიც გაჩნდება, რომელიც 2014 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საქართველომ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა, მან ხელისუფლება კომიტეტზე რუსეთთან არასწორი პოლიტიკის წარმოების გამო გააკრიტიკა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. პარტიას დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვს და კარასინი-აბაშიძის ფორმატის გადახედვას ითხოვს.

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტს პარლამენტი ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

დღის ამბები