06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
მოსკოვი ევროკავშირს საპასუხო ბრალდებებით პასუხობს და ბრიტანეთში მდებარე ქიმიური ლაბორატორიით დაინტერესებას ურჩევს

მოსკოვი ევროკავშირს საპასუხო ბრალდებებით მიმართავს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ლონდონში მზად არიან ნებისმიერ გზას მიმართონ იმისთვის, რომ ბრიტანელების ყურადღება ბრექსიტთან დაკავშირებული წარუმატებელი მოლაპარაკებებისგან სხვა თემაზე გადაიტანონ.

სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირმა რუსეთის მისამართით გაჟღერებული მოთხოვნები იმ ქვეყნებს უნდა წაუყენოს, სადაც მსგავსი მომწამვლელი ნივთიერებების წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

რუსეთმა ევროკავშირს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება დიდ ბრიტანეთში, სოლსბერისთან მდებარე სამთავრობო ქიმიური ლაბორატორიას მიაქციოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ, სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი გუშინ ერთობლივი განცხადებით დაგმო.

დღის ამბები