20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი წევრი მთავარ პროკურატურაში დაკითხეს

ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი წევრი, ბაჩუკი გვანცელაძე, მთავარ პროკურატურაში დაკითხეს.

გამოძიების კითხვებს ის, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. დაკითხვის დეტალები უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ დაცვის ყოფილი წევრის საგამოძიებო უწყებაში დაბარება „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს და გვანცელაძის სკანდალურ ინტერვიუს უკავშირდება.

„ამიკრძალეს თქმა. ჯერ ვერ გეტყვით ვერაფერს. ფაქტს ვერ გეტყვით, ჯერ არ მაქვს უფლება,“ - განაცხადა გვანცელაძემ.

კურიერის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვანცელაძე საქართველოში არ იმყოფებოდა. ის ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და დაბრუნებისთანავე პროკურატურისგან უწყება მიიღო.

დღის ამბები