20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ.

ამის შესახებ სერგეი ლავროვის მოადგილემ გამოცემა კომერსანტთან საუბრისას განაცხადა.

კარასინის თქმით, ამ კუთხით პროგრესი მიღწეული იყო წინა შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა.

მისივე განცხადებით, ზეპირი დეკლარაცია ნეიტრალური ხასიათის იქნება და მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება.

„ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ ერთმანეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობაზე. ამას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება,“ - აცხადებს კარასინი.

 

დღის ამბები