„ქვეყანაში ჟურნალისტები უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს," - ეს განცხადება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძელიშვილმა, რუსთავი2-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გააეკთა.
ძველიშვილი ამბობს, მთავარი მოთხოვნაა დამნაშავეები დაისაჯონ. მისი თქმით, დაუსჯელობა ძალადობას ახალისებს.
„ქვეყანაში ჟურნალისტები უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკადრისად იქნება დასჯილი თითოეული მოძალადე, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეუშლის ჟურნალისტის,“ - ამბობს ნატა ძველიშვილი.
განცხადება გააკეთა თეოლოგმა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ბექა მინდიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია, პროცესი ბოლომდე მივიდეს და დამნაშავეები დაისაჯონ".
„უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაცნობიეროთ კარგად, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სახელით ძალადობენ და იგინებიან, უპირველეს ყოვლისა, თვითონ შეურაცხყოფენ ქრისტეს სახელს და სარწმუნოებას და ჩვენს ეროვნულ ღირსებას. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით. მეორე, რაც ასევე საგანგაშოა, არის ის, რომ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდით ალყაშემორტყმულ მანქანას,“ - აღნიშნა ბექა მინდიაშვილმა.
არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში რუსთავი2-ის შენობაში იმყოფებიან. გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მათ გუშინ მომხდარი თავდასხმის დეტალებს აცნობს.