20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ექსტრემისტული, ორგანიზებული ჯგუფი თავს ესხმის სიტყვის თავისუფლებას - ოპოზიცია რუსთავი 2-ზე თავდასხმას აფასებს

ოპოზიცია რუსთავი2-ზე განხორციელებულ თავდასხმა აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლები სამაუწყებლო კომპანიაში იმყოფებოდნენ. მათ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, თავდასხმის დეტალები გააცნო.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანიასა და მის ჟურნალისტებზე თავდასხმა ორგანიზებულმა, ექსტრემისტულმა ჯგუფმა განახორციელა.

„ეს არის კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და რელიგიური მოტივის ქვეშ თავს ესხმიან პროდასავლურ მასმედიას ამ ქვეყანაში. თუ ხელისუფლების განაცხადი იმაზე, რომ სურთ, რეალურად დაუპირისპირდნენ ამ ქვეყანაში რუსეთს ჰიბრიდული ომის პირობებში, სწორედ ასეთ შემთხვევებს უნდა იძიებდნენ,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ხელისუფლება მსგავსი ტიპის დანაშაულზე უკვე მრავალი წელია, თვალს ხუჭავს.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ ე.წ. ქართული მარში ხელისუფლებასთან შეთანხმებულია.

„იყო ორგანიზებული თავდასხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რელიგიის სახელით ეს ექსტრემალური ჯგუფი ასეთი ტიპის შეტევას ახორციელებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოვახდინოთ, რადგან ეს ჯგუფი გაკონტროლებულია, შეთანხმებულია ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატებში სიტყვის თავისუფლების გარანტიის შეზღუდვაზე საუბრობენ.

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს პოლიტიკური მდივნის, პაატა მანჯგალაძის, შეფასებით, რუსთავი2-ზე თავდასხმა არის დანაშაული, რომელიც კარგად ორგანიზებულმა და დაფინანსებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა განახორციელა.

ლეიბორისტულ პარტიაში ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანიაზე თავდასხმა სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულმა, დაფინანსებულმა და მართულმა ჯგუფმა მოაწყო.

რუსთავი2-ზე, მის ჟურნალისტებზე თავდასხმა მათი ხელით განახორციელა ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური სპექტრს მთავარი მიზანია, რომ კონსოლიდირებული პოზიცია დაუპირისპიროს დანაშაულს, რათა ის კიდევ არ განმეორდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები