20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის საცხოვრებელ სახლთან, წილკანში მის გადმოსვენებას ელოდებიან

არჩილ ტატუნაშვილის საცხოვრებელ სახლთან, წილკანში, მის გადმოსვენებას ელოდებიან.

ოჯახის წევრებს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით დღეს შუადღით შეატყობინეს.

მეზობლები იმედოვნებენ, რომ ტატუნაშვილს მშობლიურ სახლში ჩაასვენებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი ოჯახს მუდმივად საქმის კურსში ამყოფებენ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, ლევან ზაუტაშვილის, თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ოჯახს მაქსიმალურად დაუდგეს მხარში.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის, განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისთვის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია.

დღის ამბები