20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის რეაქცია "ქართული მარშის" თავდასხმაზე

"ქართული მარშის" ძალადობიდან მეორე დღეს ქართულმა ოცნებამ გზავნილი შეცვალა და თავდასხმის პროვოცირებაში თავად რუსთავი2 დაადანაშაულა.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის, აზრით, მიზანმიმართულმა განცხადებებმა ძალადობის პროვოცირება მოახდინეს.  

ამ მოსაზრებისგან განსხვავებით, ძალადობაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი.

ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ პროვოკაცია და თავდასხმა საგანგებოდ დაიგეგმა, რადგან უკვე მერამდენე წელია, ქართული ოცნება რუსთავი2-ზე ძალადობას ხელს არ უშლის.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ, თუკი დამნაშავეები ამჯერად მაინც არ დაისჯებიან, შესაძლოა, ჟურნალისტებზე ძალადობამ ქვეყანაში მასობრივი ხასიათი მიიღოს.

რუსთავი2-ის თავდასხმის ფაქტზე კიდევ უფრო მწვავეა არასაპარლამენტო ოპოზიციის რეაქცია. რესპუბლიკელი თამარ კორძაია ე.წ. ქართული მარშის ქმედებებს ტერორისტების საქმიანობას ადარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები