საქართველოს პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას მკაცრი რეზოლუციით პასუხობს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ დოკუმენტი დღეს დამტკიცდება, თუმცა რომელ უწყებას დაევალება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენა, ამ დრომდე უცნობია. სიის შესადგენად, რომლის სათავეში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული იქნება, მთავრობას დრო 15 ივნისამდე აქვს. არ რის გამორიცხული, "პატრიოტთა ალიანსმა" რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი თქვას.