20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე - ათი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას მიმართავს

ათი ოპოზიციური პოლიტიკურ პარტია „რუსთავი 2“-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ „რუსთავი 2“-ზე თავდასხმის ფაქტი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის, მისი ჟურნალისტების დაშინებასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას.

პარტიის ლიდერები მიმართავენ ხელისუფლებას და მოითხოვენ, რომ მმართველმა გუნდმა მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდისხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები.

"რეალურად რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული „რუსული მარშის“ წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები