არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას რუსეთისადმი მკაცრი რეზოლუციით პასუხობს საქართველოს პარლამენტი.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საფუძვლიანი გამოძიების გარდა, რეზოლუციაში ასევე დევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მექანიზმების დაშვების მოთხოვდა და ასევე, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
„ჩვენ ვითხოვთ, საფუძვლიან გამოძიებას, მათ შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. ჩვენ ვითხოვთ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს შეუსრულებელი.
"ამ რეზოლუციით პასუხისმგებლობა მომხდარზე და ორივე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.