ბრიუსელში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებთანაც მოსკოვს სამხედრო კონფლიქტი აქვს. შეხვედრაში ევროპარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეკითხვა დაისვა ასევე „ჰეირითიჯის“ ფონდის ექსპერტის, ლუკ კოფის მოხსენებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო შესაძლოა, გაწევრიანდეს ნატოში და მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ ამგვარი სცენარი საქართველოსთვის შეუძლებელია.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მეხუთე მუხლი. შეიძლება ვიდაოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია - საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს,“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.