„ეს იყო აბსოლუტურად გაუგონარი ძალადობრივი თავდასხმა ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფის მხრიდან,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ "რუსთავი 2“-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა სამაუწყებლო კომპანიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ისაუბრეს. ოპოზიციამ „ქართულ ოცნება“ ძალადობრივი ჯგუფის წახალისებაში დაადანაშაულა.
„ეს იყო აბსოლუტურად გაუგონარი ძალადობრივი თავდასხმა ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფის მხრიდან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე, რომლებსაც არ მოეწონათ რაღაც გამოთქმული აზრი და გადაწყვიტეს, რომ მიუვარდნენ და ასე ძალადობრივად გაუსწორდნენ,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.
„მკაფიო ზღვარი იყოს იმ მმართველ პარტიასა და იმ პრო რუსულ ჯგუფებს შორის, რომლებიც ძალადობას ჩადიან და რომლებიც სიძულვილს და ბოროტებას ქადაგებენ და 22 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ საჯაროდ, რაც თქვენ არ დაგიგმიათ არც ერთხელ,“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ძალადობას ემიჯნება.
„ჩვენი ხელისუფლების პასუხი იყო ცალსახად კანონის უზენაესობის ფარგლებში. პოლიცია იყო ძალიან სწრაფ რეაგირების რეჟიმში და ძალიან სწრაფი მოქმედებები განახორციელა შესაბამისმა უწყებებმა, იმისათვის, რომ კამათი და აზრთა დაპირისპირება არ მოხდეს ფიზიკური ძალადობის გზით. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი და „ქართული ოცნება“ ემიჯნება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას,“ - აღნიშნა თალაკვაძემ.
უმრავლესობის წევრი „ქართულ ოცნების“ კავშირს აქვს ე.წ. ქართული მარში წევრებთან უარყოფს.