"დმანისის გადარჩენის ფონდი" ეკონომიკის მინისტრს დ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს. 14 პლიტიკური პარტია დმანისში 16 ჰექტარ მიწის ფართობთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.
მოთხოვნებს შორის არის აზომვითი ნახაზების გადაცემა და ამ მიწის გვერდით მდებარე ტერიტორიებზე ინფორმაცია.
შეგახსენებთ, 10-საათიან აუქციონში 16 ჰექტარი მიწა იჯარით „RMG Gold“-ის ერთადერთ კონკურენტს “დმანისის გადარჩენის ფონდს” გადაეცა. ტერიტორია რეკორდულ ფასად, 5 მილიონ 56 ათას ლარად იჯარით გაიცა.
პოლიტიკურ პარტიებს დღეს განცხადების ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ეკონომიკის სამინისტრო დოკუმენტს არ იბარებდა. ჭოველიძის 10 ნომერში მისულ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლებს, მისაღებში განუმარტეს, რომ იქ ეკონომიკის სამინისტრო აღარ მდებარეობს და ისინი, სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლში უნდა მისულიყვნენ, სადაც სამინისტრო მდებარეობს.
საბოლოოდ, მათ შესახვედრად ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურის ხელმღვანელი მივიდა და განცხადება მანვე ჩაიბარა.
„კანონით არ გაქვთ უფლება უცებ გაგვეპაროთ ერთი შენობიდან და აღმოგაჩინოთ მეორე შენობაში. ამაზე საჯარო განცხადება უნდა გააკეთოთ, ამაზე შესაბამისი პროცედურები უნდა გააკეთოთ და თითოეულმა მოქალაქემ უნდა უცოდეს ამის შესახებ,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.