06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთში - 29 გარდაცვლილი და 50 დაშავებული

ტერაქტს ავღანეთის დედაქალაქში 29 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა ქაბულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის დროს მოაწყო. ის ერთ-ერთ შიიტურ სალოცავთან ფეხით მივიდა და თავი მას შემდეგ აიფეთქა, რაც სამართალდამცველებმა მისი შეჩერება სცადეს.

ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 50  აჭარბებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ”.

დღის ამბები