საგრეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საერთშორისო ექსპერტიზას ითხოვს.
ნიკა ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ პროცესში გაეროსა და ეუთოს ექსპერტებიც უნდა ჩაერთონ, რადგან ისინი ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები არიან.
მათი დაინტერესება კი საკითხს გაცილებით მეტ სიმწვავეს შესძენს საერთაშორისო დონეზე.
“მიკვირს, რატომ არ უტარდება ტატუნაშვილის ცხედარს საერთაშორისო ექსპერტიზა პათოლოგ-ანატომიური, გაეროსა და ეუთოს ეგიდით. ვინაიდან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ჟენევის მოლაპარაკებების ოფიციალური მონაწილეები არიან.
მათი დასკვნის საფუძველზე იქ ვალდებულია საქართველოს მხარე უმწვავესად დააყენოს ეს საკითხი“- ამბობს ვაშაკიძე.