20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
მთავარი პროკურორი ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

მთავარი პროკურორი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გახდება ცნობილი, შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩართონ თუ არა უცხოელი ექსპერტები გამოძიების პროცესში.

რაც შეეხება თავად ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, შოთაძის თქმით, საქმეზე მიმდინარე გამოძიება საზოგადოებისთვის სრულად გამჭვირვალე იქნება.

„მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნულია საქართველოში, სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა ამის საჭიროება რომ ამ საქმეზე ჩატარებული იქნას საერთაშორისო ექსპერტიზა.

რა თქმა უნდა ეს გამოძიება იქნება სრულიად გამჭვირვალე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ და ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე,“ - განაცხადა შოთაძემ.

დღის ამბები