20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი ეწოდოს - ენმ-ს ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობა“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ ინიციატივით გამოდის.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციტივაა მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი ეწოდოს.

„როდესაც ოკუპანტები იტაცებენ, კლავენ და მერე ცხედრის გადმოცემაზე ვაჭრობენ, საქართველოს დედაქალაქში გვაქვს მოსკოვის გამზირი ეს არის ორი შეუთავსებელი რამ.

"გამოვდივართ ინიციატივით გადაერქვას თბილისში მდებარე მოსკოვის გამზირს სახელი და მას დავარქვათ საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი“- განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

დღის ამბები