20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს" - მერის მოადგილე მუხათწყაროს გზაზე ხეების ჩეხვაზე საუბრობს

თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მუხათწყაროს გზაზე ხეების ჩეხვასთან დაკავშირებით  განცხადება გაკეთდა. დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, პროცესი უკანონო და 110 ჯანმრთელი ხეა გაჩეხილი, რაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა და საგამოძიებო უწყებას ამ საკითხის შესწავლა სთხოვა.

„უკანონო ჭრებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოვლინდა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. სავარაუდოდ, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, როგორც იცით, უკანონოდ გაიჩეხა 110 ძირი ჯანსაღი ხე. გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და მასალები გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში,“- განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები