06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ლიბიის ხელისუფლებისგან დაფინანსებული საარჩევნო კამპანია - სარკოზის ბრალი წარედგინა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიკოლა სარკოზის ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
"ლე მონდის" ცნობით, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს "პასიური კორუფციის ხელმძღვანელობაში, ქრთამის აღებაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების დამალვაში"ედება ბრალი.

გამოძიება სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის - ლიბიის ხელისუფლებისგან მიღებული თანხით დაფინანსებას ედავება. საუბარია 50 მილიონამდე ევროზე.

გამოძიება 5 წლის წინ, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილის საჯარო განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჰყავს მოწმე, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა და სარკოზის წარმომადგენლებს ფულით სავსე ჩემოდნები გადასცა. სარკოზი 20 მარტს დააკავეს.

"ლე მონდის" ცნობით, 26 საათიანი დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცა, ხოლო თავად ნიკოლა სარკოზი გაათავისუფლა და ქვეყნიდან გასვლა აურძალა. სარკოზი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები