„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივა, რომელიც პენსიის 400 ლარით გაზრდას ითვალისწინებს, რომან გოცირიძემ ქუთაისში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო.
პარტიის წარმომადგენლები საკუთარ ინიციატივას ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონს გააცნობენ.
„ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება პენსიის ზრდა 400 ლარამდე, როგორი იქნება მისი ფინანსური უზრუნველყოფა. ასევე შევთავაზეთ ჩვენი ალტერნატიული ხედვა მომავალში საპენსიო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული პენსიონერის სატკივარი გულთან ახლოს მივიტანოთ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.