20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
სწორი დრო, როცა იქნება ამ თემაზე სასაუბროდ პარლამენტის წევრებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ გაესაუბრონ საგარეო საქმეთა მინისტრს - ჩუგოშვილი

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორი დრო როცა იქნება ამ თემაზე სასაუბროდ, კიდევ ერთხელ ექნებათ პარლამენტის წევრებს იმის შესაძლებლობა, რომ გაესაუბრონ საგარეო საქმეთა მინისტრს,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ჟენევის მოლაპარკებებამდე პარლამენტში მისვლას სთხოვს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის მიდის პარლამენტარებთან შესახვედრად და ახლაც, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება პარლამენტარებს.

„ამ თემის სპეციფიკურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ზუსტად, როდის არის საუკეთესო დრო ამისთვის, მე ცოტა გამიჭირდება თქმა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ნამდვილად, გამოირჩევა პარლამენტის ხშირად სტუმრობით,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები