ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გატაცება სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. მოსახლეობის ინფორმაციით, ორივე გატაცებული საოკუპაციო ზოლთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოსალოცად მიდიოდნენ. ისინი ავტომობილით იმყოფებოდნენ. ოკუპანტებმა ორივე მამაკაცი ავტომობილიდან გაიტაცეს, ხოლო მანქანა დატოვეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, არცერთ დაკავებულს საოკუპაციო ზოლი არ გადაუკვეთავს, ავტომობილი სამართალდაცმველებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იპოვეს და ამ წუთებში კრიმინალიტები მუშაობენ.
ერთი გატაცებული სოფელ აძვის მკვიდრი იოსებ გუნდიშვილია, ხოლო მეორე გატაცებული დავით გერკეული სოფელ ახალუბნიდან არის.
ინფორმაციას, სოფელ აძვის გამგებელი ადასტურებს.