ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩავიდნენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნის ნიკა მელიას თქმით, ტატუნაშვილის წამებით მკვლელობა არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ტრაგედია. მელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოჩენილ ცინიზმზე.
„ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ამაზე თანხმდება სრულიად ერი. ეს ტრაგედიაა თითოეული საქართველოს მოქალაქისა.
დავინახეთ, როგორ მოგვტაცეს ადამიანი, როგორ გვიწამეს ადამიანი, როგორ მოაჭრეს ადამიანს თითი, მერე როგორ დააბრალეს მას თითქოს გენოცდიში მონაწილეობა, ცინიკურად დააბრალეს, მაშინ, როცა ცოცხალიც აღარ იყო ადამიანი. დააპატიმრეს მერე ცხედარი და რის ვაი-ვაგლახით, დიახ, სწორედ ეს სიტყვა ასახავს იმ რეალობას, ცხედარი გადმოგვცეს“-განაცხადა ნიკა მელიამ.