20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს 

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ხვალ პარლამენტში იბარებს. ჟენევის მოლაპარაკებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციას სურს გაარკვიოს, აპირებს თუ არა ქართული მხარე შეუერთდეს დეკლარაციას, რომლის მიღებითაც მოსკოვია დაინტერესებული.

საქმე ეხება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოყენებას, რომელზეც საქართველომ უარი უკვე ოფიციალურად საერთაშორისო საზოგადოების წინაშე განაცხადა და ანალოგიურ გადაწყვეტილებას მოსკოვისგან ელის.

მიიღებს თუ არა „ევროპული საქართველოს“ წინადადებას მიხეილ ჯანელიძე არ უთქვამს. მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ჯერ შეთანხმებული არაფერია და საბოლოო გადაწყვეტილება შვეიცარიაში იქნება მიღებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ჟენევის დისკუსიების ყოფილი მონაწილე, შოთა უტიაშვილის მიიჩნევს, რომ თუკი ქართული მხარე ამ კომპრომისზე წავა, მაშინ მოსკოვისგან უფრო წონადი გარანტია უნდა მიიღოს, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი.

ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. სამშაბათს შვეიცარიაში გაირკვევა, რა წინადადებას დააყენებს რუსული მხარე და რა პოზიციას დაიწერს ქართული დელეგაცია.

დღის ამბები