06 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ტერაქტი კალიფორნიაში - ავიაბაზის შესასვლელთან პროპანით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა

ტერაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - კალიფორნიის შტატში მდებარე „ტრევისის“ სამხედრო ავიაბაზის შესასვლელთან პროპანით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სამხედროებმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილის ჩაქრობა შეძლეს.

პოლიციის ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია, გაზის ბალონები მან გამიზნულად ააფეთქა. გამოძიებაში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო.

დღის ამბები