06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გაათავისუფლა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაითხოვა.

ამჯერად ამერიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდან უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გაათავისუფლა.

მის ადგილს გაეროში ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი დაიკავებს, რომელიც წარსულში ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისა და რუსეთს მიმართ პოლიტიკის გამკაცრების მომხრე იყო.

პარალელურად თანამდებობიდან უკვე გადაყენებულმა სახელმწიფო მდივანმა უწყების თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მის შემცვლელს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დოსიე მოუმზადა. რექს ტილერსონი თანამდებობას ოფიციალურად 31 მარტს დატოვებს.

დღის ამბები