20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ე.წ. გირგვლიანის შესწორებები - ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს 

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელის მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელსაც მმართველმა გუნდმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებები უწოდა,საპარლამენტო ოპოზიციაში აკრიტიკებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში ხელისუფლებას სათანადოდ რეაგირებისთვის საკმარისი პოლიტიკური ნება ექნება.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს. სამადაშვილის თქმით, ძალის გადამეტების არაერთი საქმეა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილი, თუმცა, რეაგირება არ მომხდარა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები რეალურად, რაიმე შედეგს მოიტანს, იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება შესაბამისი კანონის აღსრულების ამ ქვეყანაში კვლავ არ არსებობს,“ - სალომე სამადაშვილმა.

მმართველ გუნდს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო".

„თუ ეს ცვლილება, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული არ არის ფარისევლობა, მართლა უნდათ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა, რატომ არ იძიებენ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს,“ - განაცხადა კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები