საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტურად გაფორმდა.
პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ბელარუსი მეხანძრეებისა და მფრინავების პროფესიონალიზმს.