20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე - ადა მარშანია მმართველ გუნდს

საფუძველი მაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ - ეს განცხადება, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გააკეთა.

ადა მარშანია კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის შეცვლას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური.  

„ისეთი არგუმენტი მითხრეს მე საპასუხოდ, თუ რატომ არ გინდათ სარედაქციო შესწორების გაკეთება. შეგნებულად არ ვაჟღერებ ამას,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

„დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე. ძალიან ადრეა მისთვის ნამდვილად პარლამენტის თავმჯდომარეობა,“ - მიმართა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

ადა მარცანიას თავად ირაკლი კობახიძემ უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესები მმართველ გუნდს უკეთესად ესმის, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსს“.

დღის ამბები