20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება - ზაზა პაპუაშვილი გენდერულ კვოტირებაზე

„სია არ უნდა დაიყოს ქალებად და კაცებად, ასეთი ჩანაწერის გაკეთება, არის ნამდვილად, არასწორი,“ - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს. 

გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ქალებს პარლამენტში მოსახვედრად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

„ქალბატონებს არ სჭირდებათ პარლამენტში დაჯავშნული ადგილები, მათ აქვთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ თუ ისინი არიან პოლიტიკურად მზად შემოვიდნენ პარლამენტში, ამისთვის ყველა პირობა არსებობს და მე არ ვაპირებ, მათ შეურაცხყოფა მივაყენო,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გენდერული კვოტირება დაპირისპირებას მოიტანს.

„ამის კანონის ხარისხში აყვანა არ გამოიწვევს კარგ შედეგს. დავაპირისპირებთ ხალხს ერთმანეთთან, დაპირისპირებას შეუწყობს ხელს თორემ, იმას ნუ გვამტკიცებინებთ და უხერხულია, რომ ქალები როგორ გვიყვარს და როგორ პატივს ვცემთ. ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო. მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები