06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
საფრანგეთში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. ტრების დასახლებაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯერ პოლიციას გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სუპერმარკეტში შეიჭრა და იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტში სროლის ხმა ისმოდა. ამ დროისთვის დაზუსტებით ცნობილია, რომ დაჭრილია 1 პოლიციელი.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება ტყვეობაში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სავაჭრო ობიექტში შეჭრისას ალაჰის სადიდებელ ფრაზებს იძახდა და აცხადებდა, რომ ის ისლამური სახელმწიფოს წევრია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ანტიტერორისტული ქვედანაყოფია მობილიზებული.

დღის ამბები