06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
ბრიტანეთის შემდეგ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც განიხილავენ

ბრიტანეთის შემდეგ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც განიხილავენ. მათ შორისაა ჩეხეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო.

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე სახელმწიფო მეთაურებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს და შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთში რუსი აგენტის მოწამვლის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას.

ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა ოფიციალურ ლონდონს და სოლსბერის თავდასხმის გამოძიებაში დახმარებაც შესთავაზა.

გერმანიის კანცლერი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სხვა სახის ზომებიც გატარდეს.

 

დღის ამბები