06 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო - რადას დეპუტატისთვის ბრალდება პატიმრობას ითხოვს


ნადია სავჩენკომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. განცხადება რადას დეპუტატმა კიევის სასამართლოში გააკეთა, სადაც მისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო ბრალმდებელი რადას დეპუტატისთვის 60 დღიან წინასწარ პარტიმრობას ითხოვს.

პროკურორი აცხადებს, რომ გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში სავჩენკო უკვე გამოძიებისთვის ჯერ კიდევ უცნობი მტკიცებულებების განადგურებას შეეცდება. 

გენერალური პროკურატურა ნადია სავჩენკოს კიევის ცენტრში ტერაქტების მომზადებას, კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას და სახელმწიფოს პირველ პირებზე თავდასხმის მომზადებას ედავება.

გამოძიების მტკიცებით დეპუტატი დონბასში მოქმედ პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობდა და მათთან ერთად რადაში აფეთქებების მოწყობას გეგმავდა, მისი სამიზნე კი პეტრო პოროშენკო, ალექსანდრე ტურჩინოვი და არსენ ავაკოვი უნდა ყოფილიყვნენ. სავჩენკომ გუშინ დაკავებამდე რადაშივე აღიარა, რომ პარლამენტის აფეთქების სურვილი ნამდვილად ჰქონდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები